Saturday, July 13, 2013

საქართველო ქართული ენაა

„ტრაფიკინგი“, „ტრენინგი“, „გენდერული“, „კოჰაბიტაცია“, „ლინკი“. საიდან მოდის უცხო სიტყვების ეს ურცხვი ნაკადი? ნუთუ ქართული ენა, ინდო-ევროპული და სემიტური ენების ამაყი თანასწორი, ისე გაღარიბდა, რომ გადამთიელებგან უნდა ისესხოს ეს ათასი ჯურის ძნელად გამოსათქმელი სიტყვა? ნუთუ ჩვენი მდიდარი ენის წიაღში არ მოიძებნა ამ უცხო ბატონების შესაბამისი მარგალიტები? ნუთუ სამუდამო მივიწყებას უნდა მიეცეს „ადამიანით ვაჭრობა“, „წვრთნა“, „ვარჯიში“, „სქესობრივი“, „თანაარსებობა“, „თანაცხოვრება“, „ბმული“?


ბრმაც კი დაინახავს, თუ რაოდენ ფუჭი და უსარგებლოა შორეთიდან მოთრეული სიტყვების ეს უნიჭო რახარუხი. ჩვენი ენა ჩვენი მეობის უპირველესი მონაპოვარია. მასშია დალექილი ჩვენი წინაპრების უკვდავი აჩრდილები. მოკალით ქართული ენა და მოკლავთ კოლხეთის მარადიულ სულს, დამარხავთ იბერიის შეუდარებელ წარსულს, არშობთ ქართლის დაუწერელ მომავალს. საქართველო არც კავკასიის მთებია, არც მტკვრის დინება, არც შავი ზღვის ღუღუნი. საქართველო ქართული ენაა. დაიცავით ჩვენი ერის სიმტკიცე და ვერა მტერი დაგვამარცხებს ოდეს!

No comments:

Post a Comment