Friday, July 19, 2013

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი

http://www.for.ge/view.php?for_id=25268&cat=2

ამ ქალბატონს პირადად ერთერთ ნორმალურ პოლიტიკურ მიმიმხილველად და ანალიტიკოსად მივიჩნევ.
ზემოთ მოყვანილი მსჯელობის შემდეგ ერთადერთი დასკვნა კეთდება:
1. ქართველები ვართ ზნედაცემული და მონა ერი რომელიც საკუთარი უსაქმურობის და მუქთამჭამელობის გამო მზად ვართ ან დასავლეთს ან რუსეთს მივუცუცქდეთ - მიკედლება-აკიდების პირობებს მნიშვნელობა არ აქვს;

2. ქართველებს მხოლოდ სიტყვიერად გვხიბლავს თავისუფლება თორემ რეალურად ამ პასუხისმგებლობის ტვირთვა აზრადაც არ მოგვდის.
მოქმედებს პრინციპი "მაგის თავი სად გვაქვს?!!";

3. გვჭირს საერთო ეროვნული გამოშტერება იმ დონეზე რომ ვერც ვხვდებით რუსეთზე მეტი ჭირი ჩვენ არ გვყოლია და საეჭვოა აწი გვყავდეს რადგან ზოგიერთი მონა-ქართველი მიიჩნევს რომ თუ საქართველო კეთილინებებს და რუსეთს მიუბრუნდება ისევ ისეთ კეთილდღეობას დაიბრუნებს როგორიც სსრკ-ს დროს ქონდა;

ყველა იმ ქართველს, ხელისუფლება იქნება თუ ოპოზიცია, მოქალაქე თუ ასეთის არ მქონე პირი მივმართავ აქ საჯაროდ:
თქვე მონებო!
თქვე მამულის გამყიდველებო!
თქვე შადიმან ბარათაშვილებო!
თქვე გმირი სვიმონ მეფის გამცემო ყორღანაშვილებო!
თქვე ფილიპე მახარაძეებო და სერგო ორჯონიკიძეებო!

საქართველოს უკანასკნელი 24 წლის სისხლიანი ისტორია გინდათ წყალს გაატანოთ?
თქვენ გინდათ 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლი ამაოდ აქციოთ და აბუჩად აიგდოთ?
თქვენ გინდათ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღვრილი ქართული სისხლი წყალს გაატანოთ?
თქვენ გინდათ 2008 წლის ნაძირალათა მიერ ატეხილ ომში მამულისათვის გულწრფელი სიყვარულით დაღუპულ ქართველ ვაჟკაცთა სისხლი უგულებელყოთ?
თქვენ გინდათ სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში საქართველოს ინტერესებისათვის დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა სიცოცხლე არარად მიიჩნიოთ?

შეგონება თქვენზე არ ჭრის და მამულს სახრავად უყურებთ.

ანაზდად ალ. ყაზბეგის ხევისბერი გოჩას სიტყვები მახსენდება, თქვენზეა ზედგამოჭრილი:
"წყეულიმც იყავ(ით), ყველასაგან მოძულებულ(ნ)ო, დედმამის საფლავებიდან ამომგდებ(ნ)ო!... მოძმეთ სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს..."

დადგება ეს სამართლის დრო და თუ ვინმე პიროვნულად შეირაცხა მონობის მებაირახტრედ დიდი სიამოვნებით გავაზიარებინებ ყორღანაშვილის ხვედრს!

No comments:

Post a Comment