Tuesday, November 13, 2012

უნდა შემცირდეს თუ არა ქართული ჯარის ზომა?



ახალმა ხელისუფლებამ თავდაცვის სამინისტროზე პასუხისმგებლობა რამდენიმე კვირის წინ აიღო. მას შემდეგ ბევრს საუბრობენ სამინისტროს რადიკალურ რეფორმირებაზე, სამხედრო დოქტრინის შეცვლაზე დ ა.შ. ასევე იყო მცირე პოლემიკა ქართული ჯარის შემცირებაზეც, სავარაუდოდ მხოლოდ 10,000 ჯარისკაცამდე. ოფიციალურად ამის შესახებ არავითარი გეგმა გაჟღერებულა - მაგრამ თუკი ნამდვილად არსებობს ასეთი გეგმა, და თუკი ხელისუფლება მის განხორციელებას გადაწყვეტს, ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის სტაბილურობას და ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება.

პირველ რიგში, ზოგად ინფორმაციას მოგაწვდით ცნობის სახით: საქართველოს ჯარში დაახლოებით 35,000 ჯარისკაცია, რაც რეგიონის ყველაზე მცირერიცხოვან არმიას წარმოადგენს (ჩამორჩება სომხეთს 46 ათასი და აზერბაიჯანს 66 ათასი , საუბარი არაა მით უმეტეს თურქეთსა და რუსეთზე). 2013 წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს 400 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი. ეს შეადგენს საქართველოს მოსალოდნელი მშპ-ს 2,4%-ს და ოდნავ ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო მონაცემს. საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში სრულმასშტაბიან ომში იყო ჩაბმული (2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან). საქართველოს დაახლოებით 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რუსეთმა ბოლო 4 წლია განმვლობაში ამ ტერიტორიაზე უდიდესი სამხედრო ძალები განათავსა - 3 თუ 4 ახალი სამხედრო ბაზა (ზოგიერთი მათგანი საქართველოს დედაქალაქისგან 1 საათის სავალზეც კი იმყოფება).

რაში სჭირდება საქართველოს ჯარი? პასუხი მარტივია - გარე საფრთხისაგან მისი მოქალაქეების დაცვისათვის. პრაქტიკულად, ეს შემდეგი ორი ვარიანტიდან ერთს შეიძლება ნიშნავდეს: (1) ჯარი საკმარისად ძლიერი უნდა იყოს  იმისათვის, რომ დაამარცხოს ნებისმიერი პოტენციული მტერი ან (2), ჯარი საკმარისად ძლიერი უნდა იყოს იმისათვის, რომ პოტენციური თავდამსხმელს ძვირად დაუსვასთავდასხმა. საქართველოს შემთხვევაში „პოტენციური თავდამსხმელი“ საკმაორ რეალურია - რუსეთი. აშკარაა, რომ უახლოეს, ან ოდნავ უფრო შორეულ, მომავალში საქართველოს ჯარი ვერ შეძლებს რუსეთის ჯარის დამარცხებას (ვარიანტი #1). ასე რომ, დაგვრჩა ერთადერთი ვარიანტი - საქართველოს ჯარი იყოს იმდენად კარგი, რომ რუსეთს ნებისმიერი თავდასხმა ძალიან ძვირად დაუჯდეს (ვარიანტი #2). ეს ყველაფერი ყველაზე ცოტა იმას ნიშნავს, რომ 1 თვის განმავლობაში რუსულ ჯარს არ მივცეთ დედაქალაქის აღების საშუალება, იმ იმედით, რომ საერთაშორისო ზეწოლა გაიზრდება და 2008 წლის სცენარი გათამაშდება ისევ. ყველაზე მეტად კი იმხელა ზიანის მიყენებას შეიძლება ნიშნავდეს, რომ რუსეთმა აღარ მოისურვოს მეტი რესურსის დახარჯვა ომში.


2008 წლის ომს თუ შევხედავთ, რუსეთმა 40 ათასი ჯარისკაცი გამოყო თავდასხმისთვის. სავარაუდოდ, ყველაზე ცოტა 2-ჯერ მეტი ჯარისკაცის გამოყოფა შეეძლო. თუმცა, 100 ათას ჯარისკაცზე მეტის გამოყოფა (საწყის ეტაპზე მაინც) ნაკლებ სავარაუდოა. შედარებისთვის, აშშ-მ მხოლოდ 150 ათასი ჯარიკაცის გამოყოფა შეძლო ერაყში შეჭირსათვის 2003 წელს (აშშ-ს კი რუსეთზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს). ასე რომ, ქართული ჯარის მინიმალური მიზანი უნდა იყოს ერთი თვით თბილისის დაცვა ქვეყანაში შემოჭრილი 40-100 ათასი ჯარისკაცისგან. დაახლოებით 25 ათასი ჯარისკაცით, კარგი წვრთნით და თანამედროვე იარაღით საქართველოს ჯარი ამ დავალების შესრულებას შეძლებდა. ჯარის რიცხოვნობა მეტი რომ ყოფილიყო (60-70 ათასი) იმის იზრუნველყოფაც კი იქნებოდა შესაძლებელი, რომ თავდამსხმელი თბილისს სიახლოვესაც ვერ გაეკარებოდა და სხვა რეალური ზიანის მიყენებასაც კი ვერ შეძლებდა. 

ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა საქართველომ უნდა სცადოს ჯარის გაზრდა (რამდენის საშუალებასაც ფინანსური რესურსები იძლევა) სანამ რაოდენობა არ იაღწევს 60-70 ათასს. ეს ჩვენი მეზობლების სამხედრო რესურსს გაუტოლდებოდა და ნებისმიერ თავდასხმასთან გასამკლავებლად საკმარისი იქნებოდა. ნათელი უნდა იყოს , რომ ჯარის შემცირება 10 ათასამდე ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ საქართველო თავის დაცვას ვერ შეძლებს. ნებისმიერ პრაქტიკაში 10 ათასიანი ჯარის ყოლა და საერთოდ ჯარის გარეშე ყოფნა ერთსა და იმავეს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ზემოთ მოყვანილ მოსაზრებებს უსარგებლოდ ჩათვლიან - რუსეთს მართლა რომ სურდეს საქართველოში შემოსვლა ვერაფერი შეაჩერებდა. ისინი იტყვიან, რომ „ნეიტრალურობა“ ყველაზე კარგი გამოსავალია და არაა საჭირო მილიონობით დოლარის ხარჯვა ჯარზე, როდესაც ეს თანხა  პენსიების გაზრდას ან გზების მშენებლობას  შეიძლება მოხმარდეს. ამ ადამიანებს შემდეგნაირად ვუპასუხებდი:

1.
ნეიტრალურობას შესაფერისი ჯარი უნდა იცავდეს. ერთ-ერთ ყველაზე ნეიტრალურ ქვეყანას მსოფლიოში (თუ ყველაზე ნეტრალურს არა), შვეიცარიას, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჯარი ჰყავს. 19-დან 34 წლამდე ასაკის ყოველი მეორე მამაკაცი შვეიცარიაში ჯარისკაცია, მოეთხოვება სახლში პირადი იარაღის ქონა და პერიოდულად გადის სამხედრო მომზადებას. შვეიცარიის არმიის აქტიური პერსონალი 135 ათას ჯარისკაცს შეადგენს (შედარებისთვის - შვეიცარიის მოსახლეობა დაახლოებით 8 მილიონია, საქართველოსი 4,5 მილიონი). სწორედ ასეთი ძლიერი ჯარის ყოლამ მისცა შვეიცარიას საშუალება, რომ ყოფილიყო ნეიტრალური 150 წელზე მეტის განმავლობაში.

2.
უამრავი მაგალითია, როდესაც მცირერიცხოვანი ერი ბევრად მეტი ოდენობის მტერს ამარცხებდა. საჭიროა კარგად გაწვრთნილი ჯარი, ნიჭიერი ხელმძღვანელი და ეროვნული სიმტკიცე. ალბათ ამ კონტექსტში ყველა ხშირად სსრკ-ფინეთის ომს იხსენებენ, რომელშიც ფინელებმა, რომლებსაც საბჭოთა არმია რიცხვობრივად ბევრად სჯობდა, ისეთი ზარალი მიაყენეს მტერს, რომ სტალინი იძულებული გახდა შეტევა შეეჩერებინა. ალბათ არავინ დავობს იმაზე, რომ საბჭოთა კავშირთან წინააღმდეგობის გაწევით ფინელებმა ბევრად უკეთესი მომავალი შექმნეს შთამომავლებისთვის. იგივე ხდება საქართველოსთან დაკავშირებით: ძლიერი ჯარის ყოლა (რაც ნიშნავს 10 ათას ჯარისკაცზე მეტის ყოლას) ნებისმიერი თავდამსხმელის დამარცხებას სარწმუბოს ხდის და, შესაბამისად, ამცირებს თავდასხმის რისკებსაც. მეორეს მხრივ, არ დაგვავიწყდეს ნაპოლეონის სიტყვები: ერი, რომელიც უარს ამბობს საკუთარი ჯარის გამოკვებაზე, მტრის ჯარს აპურებს (ეს არაზუსტი ციტირებაა). 

უფრო მეტიც, საკმარისად მრავალრცხოვანი ჯარის ყოლას მშვიდობიან პერიოდში კიდევ ორი სარგებლის მოტანა შეუძლია:

1.
ჯარი არის და ყოველთვის იყო ძალიან კარგად ფუნქციონირებადი „სოციალური ლიფტი“. შედარებით დაბალი სოციალური კლასის წარმომადგენლებს მაღალ საფეხურზე შედარებით სწრაფად ასვლის საშუალებას აძლევს. შეიძლება არც ისე მნიშვნელოვნად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუკი სამხედრო სფეროს საშუალებით ყოველწლიურად ღარიბთა კლასიდან საშუალო ფენაში ათასობით ადამიანი გადადის - რიცხვი ყოველწლიურად გაიზრდება. საქართველოს კონტექსტში ეს კიდევ ერთი საშუალება არის სოფლის მოსახლეობის დიდ მასებთან გამკლავებისა - ჯარი, მატი ნაწილისთვის მაინც, ქალაქში გადასვლის შედარებით უმტკივნეულო გზა გახდება.

2.
თანამედროვე ჯარი მეწარმეების ინკუბატორია - ამან შეიძლება დიდი ბიძგი მისცეს საქართველოში ბევრი ინდუსტრიის აყვავებას. მაგალითად ისრაელი ავიღოთ. მათი ტექნიკური სექტორი ყვავის - მე ვფიქრობ, ისინი ტექნიკური დამწყები კომპანიების მხრივ მთავარ ქვეყნებს შორის არიან. ასეთი კომპანიების ძირითადი დამფუძნებლები ყოფილი სამხედროები იყვნენ, რომლებიც ჯარში გაეცვნენ უაღრესად დახვეწილ ტექნიკურ სისტემებს (ამ სისტემების უმეტესობა აშშ-ში იყო შემუშავებული). მათ დააგროვეს აუცილებელი უნარები, ცოდნა და კავშირები ჯარში ყოფნის დროს. ჯარიდან წამოსვლის შემდეგ საკუთარი კომპანიები გახსნეს და ცდილობდნენ, რომ გაეუმჯობესებინათ ის სისტემები, მოწყობილობები და ა.შ. რომლებთანაც უწევდათ შეხება. საქართველოშიც თავისუფლად შესაძლებელია იმავე გზას გაყვნენ ყოფილი სამხედროები.


მთლიანობაში, საქართველოს ჯარი რომ 10 ათასამდე შემცირდეს მივიღებთ ქვეყანას, რომელსაც არ შეუძლია ნებისმიერი რეალური საფრთისგან დაიცვას თავი, ათი ათასობით ადამიანს მოვუსპობთ ღაბირი კლასიდან საშუალო ფენაში გადასვლის შანსს და ავცდებით პოტენციურ გზას იმისა, რომ საქართველოში რაიმე ტექნიკური ინდუსტრია განვითარდეს.

No comments:

Post a Comment